დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ქვეყანაში დაფიქსირებულ ცოფის შემთხვევებს ეხმაურება. ამირან გამყრელიძის თქმით, “განგაშის ზარია შემოსაკრავი”.
“მოგეხსენებათ ცოფი არის 100%-ით სასიკვდილო დაავადება და მისი ერთი შემთხვევაც ჩვენთვის განგაშია ხოლმე. სამწუხაროდ, შარშან გვქონდა ერთი შემთხვევა ცოფის, რომელიც იყო ადამიანში, რომელიც იყო ჩვენ მიერ, სამწუხაროდ, არაკონტროლირებადი ტერიტორიიდან შემოტანილი შემთხვევა.
თბილისში ცოფის ორი შემთხვევა დაფიქსირდა
შემთხვევები ვაზისუბანსა და სოფელ დიღომში დაფიქსირდა.
შარშანწინ გვქონდა-2 შემთხვევა, იმის წინ – 2015, 2016, 2017 წლებში არც ერთი შემთხვევა არ გვქონია და ძალიან დიდი მიღწევა იყო და მადლობას ვუხდიდი ჩვენს კოლექტივს, NCDC-მ სერიოზული როლი ითამაშა მაშინ ამ საკითხში, ისევე როგორც რადიოლოგებმა და, რა თქმა უნდა, მთელმა სისტემამ.
წელს ჯერჯერობით არც ერთი შემთხვევა ადამიანში ჰიდროფობიის არ გვაქვს, მაგრამ ერთ-ერთ ჩემს გამოსვლაში აღვნიშნე, რომ ცოტა განგაშის ზარი შემოსაკრავია იმიტომ, რომ ძაღლებში, ქუჩაში, თბილისში გამოჩნდა ცოფის შემთხვევები. ახალი განკარგულება მოვამზადეთ ამისთვის ჩვენ, მთავრობის დადგენილება და იმედია, რომ მას მალე მიეცემა მსვლელობა, რათა სამმა მთავარმა უწყებამ – ჯანდაცვამ, ვეტერინარიის უწყებამ და ადგილობრივმა ხელისუფლებამ, ვაკონტროლოთ ეს საკითხი“, – განაცხადა გამყრელიძემ.