LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

განხილვას ვიწყებთ საქართველოდან და ბელარუსიდან ადამიანების დასანქცირებაზე: მაიკლ მაკფოლი

120
ing (3)

რუსეთში აშშ-ის ყოფილი ელჩი და უკრაინის პრეზიდენტის მიერ შექმნილი რუსეთის სანქცირების ჯგუფის კოორდინატორი, მაიკ მაკფოლი აცხადებს, რომ ჯგუფი ახლა იწყებს მსჯელობას და განიხილავს ადამიანებს საქართველოდან და ბელარუსიდან, რომელთაც შესაძლოა სანქციები დაუწესდეთ.

ამის შესახებ მაკფოლი ტელეკომპანია “პალიტრანიუსთან” ინტერვიუში საუბრობს და აღნიშნავს, რომ საქართველოსა და ბელარუსში იქნებიან ინდივიდები, რომლებიც მხარს უჭერენ პუტინის ომს და მათაც უნდა იწვნიონ ამის შედეგები:

“ჯგუფი, რომელსაც კოორდინაციას ვუწევ, არის საერთაშორისო, დამოუკიდებელი და უპარტიო.

ჩვენ გვყავს ამერიკელები, უკრაინელები, ევროპელები, რუსებიც კი, რომლებიც მონაწილეობენ ამ ჯგუფში, მაგრამ ჩვენ მჭიდრო კოორდინაციაში ვართ უკრაინის, ბრიტანეთის, ამერიკის მთავრობებთან, რათა შევიმუშაოთ ახალი იდეები, რა შეიძლება გაკეთდეს, ჩვენ მათ საკითხების გადაჭრაში ვეხმარებით, ჩვენ ვაძლევთ მათ რჩევას და არა პირიქით.

რაც შეეხება სახელებს, პიროვნებებს, ჩვენ ვადგენთ დასასანქცირებელი პირების სიას. სამუშაო დოკუმენტი #3 ადგენს კრიტერიუმებს, როგორ გავაფართოოთ სანქცირებულების სია, რომელიც ათასებს აღწევს რუსეთის შიგნით.

ჩვენს ჯგუფს, ჯერჯერობით, არ უმსჯელია ადამიანების სანქცირებაზე სხვა ქვეყნებიდან, მაგრამ ახლა სწორედ ამ საკითხზე ვიწყებთ მსჯელობას. კერძოდ, განვიხილავთ ადამიანებს საქართველოდან და ბელარუსიდან და მე ვფიქრობ, ეს უნდა გაკეთდეს.

ჯერ ვერ ვისაუბრებ გვარებზე, რადგან ჩვენ ამის თაობაზე შეთანხმებას უნდა მივაღწიოთ, მაგრამ, მე ვფიქრობ, რომ უეჭველად იქნებიან ინდივიდები თქვენს ქვეყანასა და ბელარუსში, რომლებიც მხარს უჭერენ პუტინის ომს და მათაც უნდა იწვნიონ ამის შედეგები”, – აცხადებს მაიკ მაკფოლი “პალიტრანიუსთან”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები