განკვეთილი სასულიერო პირი მამა ანანია აცხადებს, რომ ოჯახის კუთვნილი ძვირფასი ნივთები, რომელსაც კელიაში ინახავდა დაეკარგა. მისივე განცხადებით, აღნიშნული ნივთები წინამძღვრისთვის ჰქონდა ჩაბარებული
„შევედი ჩემი პირადი ნივთების გამოსატანად. კელიაში მქონდა ჩემი ოჯახის, ძვირფასი, ნივთები, რადგან ჩემი ოჯახი არ იმყოფება აქ, ნივთებს ვინახავდი კელიაში, ჩაბარებული მქონდა წინამძღვრისთვის, მაგასთან მაქვს საქმე“,- განაცხადა მამა ანანიამ.
ცნობისათვის, განკვეთილი სასულიერო პირები სალხინოს მონასტრის ტერიტორიაზე პირადი ნივთები გამოსატანად იყვნენ შესულები.
ჭყონდიდის მიტროპოლიტმა სტეფანემ 6 სასულიერო პირი ეკლესიიდან განკვეთა
ჭყონდიდის ეპარქიიდან განკვეთილი სასულიერო პირები ბრძანებას არ ეთანხმებიან