LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჭყონდიდის ეპარქიიდან განკვეთილი სასულიერო პირები ბრძანებას არ ეთანხმებიან

88
pjimage-57

ჭყონდიდის ეპარქიიდან განკვეთილი სასულიერო პირები ბრძანებას არ ეთანხმებიან.

როგორც  ბერმონაზონი დანიელი აღნიშნავს, მას, როგორც ბერს იმ სიმძიმის დანაშაული არ ჩაუდენია, რომ ეკლესიიდან განკვეთა გამოეწვია.

ჭყონდიდის მიტროპოლიტმა სტეფანემ 6 სასულიერო პირი ეკლესიიდან განკვეთა

“კანონმდებლობით დავხვდები, მე ჩემი იურისტები მყავს. ბერის განკვეთა არანაირად არ შეიძლება. მე არა მაქვს ისეთი დანაშაული. ამ შემთხვევაში კითხვები დავუსვი, ძალოვანმა სტრუქტურებმა მას ფაილები ამოუგდეს. რა შუაში ვარ მე, ვალდებული ვიყავი, როგორც ბერი დამესვა კითხვები. მას ბავშვთან აქვს ურთიერთობა, ბავშვების გამო მივედი სკოლაში რომ შევახსენო, არანაირი ზნეობრივი უფლება არა აქვს ბავშვებთან ითანამშრომლოს. მე მოვუწოდებ მარტვილის მოსახლეობას, მარტვილის სამღვდელოებას, ცაგერის სამღვდელოებას და მოსახლეობას იცოდნენ, რომ ბინძური ადამიანი დადის სტეფანეს სახით, ამ ორ ეპარქიაში”,- განაცხადა განკვეთილმა ბერმონაზონმა დანიელმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები