LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარტვილის წაჩხურის მთავარანგელოზთა სახელობის ტაძარში დაპირისპირება მოხდა

114
image_2022-04-28_111931835

მარტვილში, წაჩხურის მთავარანგელოზთა სახელობის ტაძარში სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

სავარაუდოდ, მრევლის მიერ გადაღებული დაპირისპირების ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში ვრცელდება. როგორც კადრებიდან ირკვევა, დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ადგილზე მიტროპოლიტი სტეფანე კალაიჯაშვილი და ჩოხოსნები მივიდნენ.

„სტეფანემ ჩოხოსნები მოიყვანა და ტაძარი სავაჭრო ობიექტად გადააქცია“,- აღნიშნავს მრევლი ვიდეოში, რომელსაც „მთავარი არხი“ „ფეისბუქზე“ ავრცელებს.

დღეს მარტვილში წაჩხურობას აღნიშნვენ. წაჩხურის მთავარანგელოზის სახელობის ტაძარში, აღდგომის შემდეგ, მოსალოცად უშვილო წყვილები მიდიან. ისინი წაჩხურის მთავარანგელოზის ხატს შეწევნას სთხოვენ, მათ თან ხის აკვნები და თოჯინები აქვთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები