LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მედია – იერუსალიმის სომხურ კვარტალში ახალგაზრდებს და სასულიერო პირებს თავს დაესხნენ – არიან დაშავებულები

154
jerusalem-Attack2-e1675192813708

სომხური გამოცემა news.am-ის ინფორმაციით, იერუსალიმის სომხურ კვარტალში შეკრებილებს 30-მდე ადამიანი თავს დაესხა.

ამავე ცნობებით, შავ სამოსში გამოწყობილი თავდამსხმელები კეტებით, ცრემლსადენი გაზითა და სხვა საშუალებებით იყვნენ შეიარაღებული. თავდამსხმელებმა ქვების სროლა დაიწყეს, რის საპასუხოდ სომეხი ახალგაზრდები და სასულიერო პირები მათ წინააღმდეგ ჩხუბში ჩაერთნენ.

იერუსალიმში სომხური საპატრიარქოს ცნობით, თავდასხმის შედეგად სომხური თეოლოგიური აკადემიის რამდენიმე სასულიერო პირი და სტუდენტი, ასევე რამდენიმე ადგილობრივი სომეხი დაშავდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები