LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აჭარის უმაღლეს საბჭოში სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება იყო

133
Capture

აჭარის უმაღლეს საბჭოში სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება იყო.

სხდომაზე 2023 წლის ბიუჯეტის კანონში ცვლილებები განიხილებოდა – სწორედ ამ ცვლილებებს აკრიტიკებდნენ “ნაციონალური მოძრაობის” წევრები.

დაპირისპირება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ელგუჯა ბაგრატიონის გამოსვლას მოჰყვა, რომელიც მთავრობას აკრიტიკებდა. სიტყვით გამოსვლისას, მან განაცხადა, რომ ცვლილებები “შევარდნაძის დროინდელი ბიუჯეტის ამსახველია” და ის მოსახლეობის საჭიროებებზე მორგებული არ არის. კრიტიკამ “ქართული ოცნების” წევრების გაღიზიანება გამოიწვია და ამას ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.