LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცოტნე ანანიძე: „აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით კონსულტაციები არ ყოფილა, ჩემი ყველა კოლეგა პროფესიონალია და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პოზიციას თავს გაართმევს“

140
ცოტნე ანანიძე

მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პოზიციაზე აჭარის უმაღლეს საბჭოში „ქართული ოცნების“ წევრი, ცოტნე ანანიძე მოიაზრება, ჟურნალისტებთან თავად ცოტნე ანანიძე გამოეხმაურა.

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე თანამდებობას ტოვებს

ცოტნე ანანიძის განცხადებით, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით კონსულტაციები არ ყოფილა.

მისივე სიტყვებით, „მისი ყველა კოლეგა პროფესიონალია და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პოზიციას თავს გაართმევს“.

„გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით მან [დავით გაბაიძე] თქვენს კითხვებს უპასუხა. თავად აღნიშნა, რომ დიდი ხანია ფიქრობდა ამ მიმართულებით. დავით გაბაიძე სადაც არ უნდა იყოს, პროფესიონალი ადამიანია.

თავმჯდომარეობაზე? ამასთან დაკავშირებით, კონსულტაციები არ ყოფილა, ყველა ჩემი კოლეგა პროფესიონალია. ამ საკითხზე კონსულტაციები არ ყოფილა, პირადი განცხადებით დატოვა მან.

10 სამუშაო დღის განმავლობაში, ყველა პროცედურის დაცვით თავმჯდომარის არჩევა მოხდება. უმრავლესობა მიიღებს გადაწყვეტილებას. 21 დეპუტატიდან 11 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო“, – განაცხადა ცოტნე ანანიძემ.

ცნობისათვის, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, დავით გაბაიძემ, თანამდებობის დატოვების შესახებ დღეს, ბრიფინგზე განაცხადა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g