განმუხურში მაშველები 15 წლის მოზარდს ეძებენ. სამძებრო სამუშაოები მდინარე ჯუმისა და მდინარე ენგურის შესართავთან მიმდინარეობს.
არსებული ინფორმაციით, მოზარდი ანაკლიაში სტუმრად იმყოფებოდა და თანატოლებთან ერთად მდინარეზე წავიდა. მდინარის ნაპირზე ნაპოვნია მოზარდის პირადი ნივთები, მათ შორის მისი ტანსაცმელი.
ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცავები.