განო მელითაური ჟურნალ „გზის“ კითხვას პასუხობს, როგორ უმკლავდება გაძვირებულ ცხოვრებას.
ამ და იმ მიზეზითაც, რომ ზოგადად, ბავშვებსაც ასწავლის, ყველაფერი მაქსიმალურად მოზომილად მოიხმარონ, განო დიდი ხანია, უთოს აღარ იყენებს.
განო მელითაური:
„ბევრი წელია, უთოს არ მოვიხმარ ელექტროენერგიის დაზოგვის მიზნით. დედაჩემსაც სულ ვუხსნი, – რაც აუცილებელი არ არის, რად გინდა? ეს გაპიწკინებული სამოსი მოდური აღარ არის-მეთქი. ბავშვებსაც ვეუბნები, რომ ყველაფერი მაქსიმალურად მოზომილად უნდა დახარჯონ, მოიხმარონ, რადგან ამის შედეგად ნაგავიც ნაკლები გამომუშავდება…“