LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

განქორწინების თავიდან აცილება შეუძლებელია? – კარანტინის ყველაზე საშინელი შედეგები

235
tvwatchingman

ოთხ კედელში დიდი ხნით გამოკეტილი ადამიანები ძლიერ ფსიქოლოგიურ სტრესს განიცდიან. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, რომ ამ კრიზისის აღმოსაფხვრელად დიდი ინვესტიციის განხორციელებაა აუცილებელი.

პანდემიის დროს სტრესის თავიდან აცილება ფაქტობრივად შეუძლებელია. გამოკეტილი ადამიანები ყველაფერზე ღიზიანდებიან და შედეგად რამდენიმეწლიანი ურთიერთობები ინგრევა.

„პანდემია სერიოზულ გავლენას ახდენს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე“- ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა კორონავირუსთან ბრძოლის პროცესში მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი უნდა იყოს.

 

ძალიან ბევრმა ცოლ-ქმარმა განქორწინება გადაწყვიტა. 

ძნელია, კარანტინის დროს არ დაარღვიო ჭამის რეჟიმი და ნებაზე არ მიუშვა მავნე ჩვევები. ეს ყველაფერი კი ჯანმრთელობაზე აისახება.

კორონავირუსთან ბრძოლის პირველ ხაზზე მედიცინის მუშაკები არიან. აშკარაა, მათ ყველაზე მეტად შეეხოთ პანდემიით გამოწვეული სტრესი.

პაციენტებისა და დაზარალებულებისადმი თანაგრძნობა გადაიქცა ე.წ. სუბსტანციურ ტრავმად, რაც ვლინდება მადის დაქვეითებაში, დაღლილობასა და ფიზიკური სიძლიერის დაკარგვაში. ამ ყველაფრის შემდეგ დგება მომენტი, როდესაც უიმედობის განცდა ეუფლება ადამიანს.

 

გამყრელიძე: თუ კრიტიკულად ...

მეცნიერების საერთაშორისო ჯგუფმა ჩინეთის მოსახლეობის მდგომარეობა შეაფასეს.

გამოავლინეს, რომ არსებობს კავშირი ფსიქოლოგიურ პრობლემებსა და ფიზიკურ დატვირთვას შორის. ასევე გაირკვა, რომ ადამიანებს, ვისაც გაციების სიმპტომები ჰქონდათ, იტანჯებოდნენ გაურკვევლობით, იყვნენ თუ არა კორონავირუსით დაინფიცირებული.

მათი პრობლემა ნაწილობრივ მოიხსნა, როდესაც მასობრივი ტესტირებები დაიწყო. ამ დროს  გაჩნდა თავდაცვის შეგრძნება.

თვითიზოლაციამ ყველაზე მეტად 12-დან 24 წლამდე ახალგაზრდები დააზარალა. სასწავლო დაწესებულებები დახურეს. ონლაინ სწავლებას კი, როგორც აღმოჩნდა, ბევრი პრობლემა აქვს.

ლეპტოპები, ლანჩები და ონლაინ ...

ახალგაზრდების დაუცველობაზე ლაპარაკობენ ამერიკის სამხრეთ კაროლინის უნივერსიტეტის ექსპერტებიც. ახალგაზრდებმა ხელისუფლების რწმენა დაკარგეს და ახლა მთელ იმედებს ოჯახსა და მეგობრებზე ამყარებენ.

იძულებითმა იზოლაციამ შესაძლოა ჯანმრთელობის ძალიან ბევრი პრობლემა გააჩინოს, გვაფრთხილებენ ექიმები.

როგორც წესი, მცირედი ცხოვრების წესის შეცვლაც კი ძალიან სერიოზული პრობლემებს აჩენს ხოლმე და თუ კარანტინის დროს მოწევასაც გააგრძელებთ, ცუდად იკვებებით და ფიზიკური აქტივებით არ დაკავდებით, შეიძლება გამოვლინდეს კიბო, გაჩნდეს ჰიპერტენზიული კრიზისი, გულის შეტევაც კი.

Девушка готовит смузи

პრობლემების თავიდან აცილებას სწორი რეკომენდაციების გათვალისწინებით შეძლებთ.  

სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ 24 საათის განმავლობაში ასაკიანი ადამიანები 300-400 კილოკალორიით ნაკლებს ხარჯავენ. შესაბამისად აუცილებელია, საკვებში კალორიების შემცირება. ეს დაგვეხმარება კარანტინში ზედმეტი წონის მომატებას თავი ავარიდოთ და, რაც მთავარია, მომავალში ბევრი დაავადების განვითარების პრევენციასაც მოვახდენთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g