LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„განსხვავება ისაა, თუ ადრე სამი შოკოლადი გვქონდა, ახლა ერთი გაქვს, რას იზამ, უნდა დავკმაყოფილდეთ“ – თამარ მაყაშვილი სტუმრად „ვიზიტორში“

10
tamromakashvili201221

გადაცემის ლაივი LIVE

რადიო  „ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ვიზიტორის“ სტუმარია მსახიობი თამარ მაყაშვილი, რომელმაც ბევრი საინტერესო ისტორია გაიხსენა, ისაუბრა პანდემიის პერიოდზე, პოლიტიკურ კარიერასა და შვილებზე. 

პანდემიამ რა დაღი დაასვა შენს ოჯახს?

არანაირი, ნუ ცოტა უმუშვრობა კი იყო, მაგრამ, დაღი არ დაუსვამს. არც ახალი რამ მისწავლია, ცხობა და კერვა ისედაც ვიცოდი. განსხვავება ისაა, თუ ადრე სამი შოკოლადი გვქონდა, ახლა ერთი გვაქვს. რას იზამ, უნდა დაკმაყოფილდე. ჩვენ ისეთები გვაქვს გამოვლილი…

როგორ ეგუებიან ამ ყველაფერს შენი შვილები და შვილიშვილები?

იცი, სულ არ ადარდებთ ეგ ამბავი, დილიდან ჩემი ერთი შვილი, ელიზბარი ველოსიპედით დაქრის  ხოლმე ხან მზიურში ხან სად, ხან სად. ნოდარიკო მეცადინეობს სულ, პატარას კი საერთოდ არაფერი ადარდებს. მე 9 საათზე ისედაც სახლში ვარ ხოლმე, ზოგადად ასეთ რაღაცეებს ძალიან მარტივად ვეგუები. იცი რა არის, მე შევეგუე იმას, რომ მე დღესდღეისობით არ მაქვს სამუშაო და ჩემი თავი ვერ ვიპოვე, მე ის მინდა, რომ ჩემი შვილები იყვნენ ისე, რომ მათი და-ძმა, შვილები იყვნენ კარგად. გვქონდეს იმდენი, რომ ელემენტარულით შევძლოთ თავის გატანა. ბოლო წლებია ვზივარ და გამოუსადეგარი გავხდი, თუმცა არ ვდარდობ. მე ბევრი ვითამაშე, ბევრი ვაკეთე და მოდით, ახალგზარდებს დავუთმოთ სარბიელი. მე თეატრში ძალიან დიდი ცხოვრება მაქვს გამოვლილი. იქნება იქნება, არ იქნება და ნუ იქნება, მაგაზე ფიქრით თავს არ მოვიკლავ, რომ მე დღეს როლი აღარ მაქვს. იცით რა, სახლში სულ მონოსპექტაკლი მაქვს მოწყობილი. რამდენიმე კომპოზიტორმა საავტორო სიმღერა მაჩუქა, ზურაბ გოშაძემაც ლექსი მაჩუქა, მინდა თავი მოვუყარო ამ ყველაფერს და რაიმე გავაკეთო. ჩემ თავს შესანიშნავად ვირთობ, ოჯახში სადაც ბავშვბები არიან, არ შეიძლება იწუწუნო. არ გვაქვს დღეს გვექნება ხვალ. მე საოცრად ოპტიმისტი ვარ.

მე სულ მქონდა ის მომენტი, რომ ჯერ როცა არავინ არ დადიოდა თბილისში თავგადაპარსული, მე დავდიოდი, მიყვარს ასეთი იმიჯი, მუდამ მომწონდა ექსტრავაგანტულობა, თავზე იეროგლიფები, ცალ-ცალი ფეხსაცმლით სიარული, ამბობდნენ ჩემზე, ნორმალური არ არისო, თუმცა  არასდროს მაინტერესებდა, თუ ვინ რას იტყოდა, ამას ჩემთვის ვაკეთებდი. მე ის ვარ რაც ვარ. ბავშვობიდან დიდი მკერდი მინდოდა, მაგრამ სადაც მივედი ყველგან გავილანძღე,  ისედაც გაქვსო. აი მაგალითად, პირსინგი ჩემით გავიკეთე, ყოველთვის მომწონდა პირსინგები, წარბზეც მინდოდა. ერთი ტატუც მაქვს.

როგრც ვიცი  ძალიან მკაცრი დედა ხარ…

ვიყავი კი, მაგრამ მომბეზრდა და აღარ ვარ. 9 საათზე ვაძინებდი, წესრიგით ჭამდნენ. რუსკამ და ნინუცამ იციან ხოლმე, ჩვენთვის თუ არ შეიძლებოდა რას დადის ეს აქეთ იქითო და მე ვეუბნები, რომ დრო შეიცვალა. მე ჩემი შვილების ქება არ მიყვარს, მაგრამ მათზე არავისგან გამიგია, რომ მოუწესრიგებლები არიანო.

როგორი სიდედრია თამარი?

გადასარევი, სასწაული სიდედრი ვარ, რუსკას მეუღლე, სანდრო ძალან კარგი ბიჭია, ალიკის ვეძახი და ძალიან ბრაზდება. ვხალისობთ, ნარდს ვთამაშობთ ხოლმე. ზოგადად სოციალურ ქსელში ნაკლებად ვვაქტიურობ, თუმცა ერთხელ რაღაც პოსტი შემხვდა და გაავაზიარე, ბებიების სილამაზის კონკურსი ტარდებოდა, შემდეგ კი დავწერე, სად იყიდება საცურაო კოსტიუმები მეთქი და ისეთი ამბავი ატყდა, ჟურნალისტები მირეკავდნენ, მართლა აპირებთ კონკურზე გასვლასო.

ახლა შენს პოლიტიკურ  საქმიანობაზეც გვესაუბრე, როდესაც გადაწყიტე, რომ დეპუტატობაზე კენჭი გეყარა..

იცი ეს არ იყო სპონტანური გადაწყვეტილება. არასდოს მაინტერსებდა პოლიტიკა, არც არასდროს ვერეოდი, რამდენი სისულელე მაქვს დაბრეხვებული პირდაპირ ეთერში… ერთხელ ვთქვი, რომ კვირიკაშვილი იყო პრემიერ-მინისტრი და ყველა გიჟივით მიყურედა, აღარ არისო, იქ მივხვდი რომ არ ვარ კარგად.

რამდენიმე თვე მუხლის დაზანების გამო ვიწექი. ვუსმენდი ტელევიზორს და ჭკუიდან გადავედი, ეს რა ხდება ქვეყანაში მეთქი. დავიწყე კითხვა კანონმდებლობების, შევყევი, შევყეი და ვიფიქრე, რატომაც არა, მოვსინჯავ მეთქი პოლიტიკოსობას. ამბობენ, რომ პოლიტიკა ბინძური რამაა, არადა თუკი ადამიანი ბინძური არ არის, არც პოლიტიკა იქნება ბინძური. არაუშავს წინ მაქვს საკრებულოც და 4 წელიც.

როგორია დეპრესიული თამარი?

არის თავისთვის, წყნარად, ჩავწვები ხოლმე ბნელ ოთახში. ასეთ დროს კონტაქტი არ მიყვარს. ადამიანს სჭირდება რამდენიმე დღე იმისთვის, რომ აღიდგინოს ძალები. ძალიან ბევრი შეცდომა მაქვს დაშვეული ცხოვრებაში. საშინელებებიც მაქვს გაკეთებული და არავინ დაიჯეროს, რომ სხვის შეცდომაზე შეიძლება სწავლა. იდეალური ადამიანები ჩემთვის უინტერესოები არიან.

რომელი შვილი გგავს უფრო ხასიათით?

ნინუცა უფრო მგავს, რუსკა უფრო მტკიცე და საკუთარ თავში დაჯერებულია, ზუსტად იცის, რა უნდა, ნინუცა კი ზუსტად ჩემნაირია. ელიზბარი კი მამამისს გავს, დინჯია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები