LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„განსხვავებული შეხედულება ჰქონდა, არ მგონია თვითონ იყოს ჩემზე გაბრაზებული“ – გიორგი ღოღობერიძე გიორგი ფხაკაძესთან დაპირისპირების შესახებ საუბრობს 

218
ფხაკაძე-ღოღობერიძე

ექიმმა გიორგი ღოღობერიძემ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტ გიორგი ფხაკაძესთან მცირე გაუგებრობის შესახებ გადაცემაში „ია ფარულავას კონვერტი“ ისაუბრა. საქმე ეხება ექიმების მიერ ერთმანეთზე საჯაროდ გამოთქმულ მოსაზრებებს, როდესაც კორონავირუსი აქტიური იყო.

„ჩემსა და გიორგის შორის იყო ერთი ეპიზოდი მხოლოდ და მხოლოდ, ამ პოსტების გასროლის, მეტი აღარაფერი, იცის ჩემი აზრით იყო ცოტა ნაჩქარევი ნაბიჯი. ზოგადად, ექიმები ვართ ძალიან ტოლერანტული ხალხი, ნაკლებად გვიყვარს რაღაცების სროლა, მით უმეტეს სხვისთვის. ძალიან არაკონფლიქტური ვარ, უბრალოდ ეს ერთი ეპიზოდი იყო“ – განაცხადა ღოღობერიძემ და გაიხსენა, საიდან დაიწყო ექიმებს შორის კამათი.

„ამას ჰქონდა შესავალი, ომიკრონი რომ გამოჩნდა, მქონდა ასეთი ჩართვა, მივმართე საზოგადოებას, რომ ომიკრონი, სავარაუდოდ, უფრო მსუბუქი, ვიდრე წინა ვარიანტები იყო, დიდი ალბათობით, მომდევნო პერიოდები ჩაივლის შვიდად და ომიკრონი ბოლო შემთხვევა იყოს და შეიძლება კოვიდი ისე აქტიურად აღარ ფიგურირებდეს ჩვენს ცხოვრებაში-მეთქი. როგორც მერე მოვლენებმა აჩვენა, ასეც მოხდა. გიორგის ჰქონდა განსხვავებული შეხედულება. არ მგონია თვითონ გიორგი იყოს ჩემზე გაბრაზებული“, – ამბობს

გიორგი ფახაკაძემ ღოღობერიძეს გადაცემაშივე დაუბრუნა პასუხი.

„მე გიორგი, როგორც სპეციალისტი, ძალიან მიყვარს. თავის დროზე ყველა რომ დაესია და ლანძღვა-გინებაში რომ იყო, მე გამოვედი და ვთქვი, ნეტა ასეთი ახალგაზრდები ქვეყანაში ბევრი იყოს, ცოდნა არის, ის, რაც გადაარჩენს ამ ქვეყანას. გიორგისთან მქონდა მიმოწერა. მე ვარ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი არის ონკოლოგი, ჩვენ შეიძლება სხვადასხვა შეხედულება გვქონდეს, ეს არის ნორმალური. ონკოლოგიაში მე არ ვარ კომპეტენტური, თუ რამე ონკოლოგიური პრობლემები ექნება ახლობელს ან მეგობარს, მე ვიცი რომ გიორგის შემიძლია მივმართო, ამ სფეროში არის კომპეტენტური. როგორც მე არ ვარ კომპეტენტური ონკოლოგიაში, ისე ყველა ვერ იქნება საზოგადოებრივ ჯანდაცვაში. ის, რასაც მე გლობალურ სურათს ვუყურებ, საქართველოში მყოფ ადამიანი უფრო საქართველოს, ეს ნორმალური ამბავია, აქ შეიძლება იყოს ინფორმაციის ნაკლებობა“ – ამბობს ფხაკაძე, რასაც ღოღობერიძეც დაეხმარა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები