“ქართული ოცნების” ლიდერების შეხვედრა ევროპის საბჭოს პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელთან დასრულდა.
პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, დღეს საღამოს მმართველი გუნდის მონაწილეობით, კრისტიან დანიელსონთან კიდევ ერთი შეხვდერა გაიმართება.
„დღეს გაიმართა შეხვედრა ჩვენს ევროპელ მეგობრებთან და აშშ-ის ელჩთან. განვიხილეთ ის საკითხები, რომელიც პოლიტიკური დიალოგს უკავშირდება. ჩვენ ვართ შეთანხმებული პარტნიორებთან, რომ ჯერჯერობით არ ვისაუბრებთ ამ დიალოგის დეტალებზე, რადგან დისკუსიები გრძელდება, გაიმართება უახლოეს საათებში შეხვედრა ოპოზიციის წარმომადგენლებთან. ამის შემდეგ კიდევ განახლდება დიალოგის პროცესი ჩვენი მონაწილეობთ. შესაბამისად, ეს არის მიმდინარე პროცესი, რომელიც დღეს უნდა დასრულდეს და ვიდრე არ დასრულდება მანამდე კონკრეტულ კომენტარს ვერ გავაკეთებთ“, – განაცხადა კობახიძემ.
