LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

განვითარებული მოვლენების შემდეგ კატეგორიულად წარმოუდგენელია, რეალური ოპოზიციონერი პარლამენტში დარჩეს: ნინო ბურჯანაძე

115
ნინო ბურჯანაძე

წარმოუდგენელი სურათი იყო დღეს საქართველოს პარლამენტში – განვითარებული მოვლენების შემდეგ კატეგორიულად წარმოუდგენელია, რეალური ოპოზიციონერი პარლამენტში დარჩეს, – ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ მედიასთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციამ უნდა გამოასწოროს შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერა და „პარლამენტში შელაგება, უკანონო პარლამენტის გაპრავება“.

„იმედია, რომ ახლა მაინც დარწმუნდა დეპუტატების აბსოლუტური უმრავლესობა, მათ შორის, ვინც ხელი მოაწერა შარლ მიშელის დოკუმენტს, რომ პარლამენტში არ არის დღეს ოპოზიციის ადგილი და ეს არ არის პარლამენტი, სადაც შეიძლება ოპოზიციამ ნორმალურად იმუშაოს. ვფიქრობ, რომ ამ განვითარებული მოვლენების შემდეგ კატეგორიულად წარმოუდგენელია ჩემთვის, რეალური ოპოზიციონერი პარლამენტში დარჩეს.

სიმართლე გითხრათ, ძალიან გაოცებული ვიყავი, როდესაც მესმოდა განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ თურმე უნდობლობის მექანიზმი უნდა აამუშაონ. ეს გაგრძელდება თვეების განმავლობაში, ხელისუფლება გადააგორებს ამ კრიზისს და სათავისოდ გამოიყენებს.

თურმე საგამოძიებო კომისიები უნდა შევქმნათ – ვინ გასცა განკარგულება ჟურნალისტების დარბევაზე, ვინ ჩამოხია და რატომ ჩამოხია ევროკავშირის დროშა. უკაცრავად, მაგრამ ეს იქნება უბრალოდ დაცინვა საზოგადოების,   უცოდინრობა კონკრეტული დეპუტატების მხრიდან  ან არის შეგნებული მცდელობა, რომ ნებისმიერ ფასად დარჩნენ პარლამენტში საკუთარი ინტერესების განსახორციელებლად, თუნდაც იმ ფასად, რომ ხელისუფლებამ ეს კრიზისი გადააგოროს.” – განაცხადა პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძემ და დასძინა, რომ ნებისმიერ ქვეყანაში 5 ივლისს თბილისის ქუჩებს განხორციელებულ ვტარებას არავინ აპატიებდა არცერთი ქვეყნის მთავრობას.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g