LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გაოცებული ვარ, როცა ვხედავ, როგორი მამაა ბუდუ…“ – რას ჰყვება მამა ცნობილი ფეხბურთელის შესახებ

252
ბუდუ და კახა ზივზივაძეები

ჟურნალ „თბილისელებს“ ბუდუ ზივზივაზის შესახებ მისი მამა, კახა ესაუბრება:

„გაღიმებული და გულიანი ადამიანია. არავისთვის არაფერს დაიშურებს. უყვარს მეგობარი, მეზობელი, სკოლის ამხანაგი, სიყვარულის გარდა, არაფერი შეუძლია. სიტყვები „ჩემთან დარჩითო“, ხუმრობას ჰგავს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მთელი გულით თქვა. ოჯახისა და მეგობრების სანახავად გამორბის ხოლმე ქუთაისში…

როგორი შვილი,მეუღლე და მამაა?

ძალიან მოსიყვარულე და ყურადღებიანია, დღე არ გავა, რომ არ დაგვეკონტაქტოს. ძალიან თბილი ადამიანია, სულ ცდილობს, საყვარელ ადამიანებს სურვილები აუსრულოს… გვეუბნები ხოლმე, თქვენ რომ არ გადაგეწყვიტათ, ჩემი ცხოვრება არ მიმართულებით წასულიყო, არ ვიცი, რა იქნებოდა და ამას ძალიან აფასებს. ალბათ, ნახეთ ვიდეო, გამარჯვების შესახებ რომ ამბობს, ჩემზე ბედნიერი, ალბათ, მამაჩემიაო, ეს რომ ვნახე, გავგიჟდი.

ჩვენი რძალიც ქუთაისელია. ერთმანეთი სოციალურ ქსელში გაიცნეს. სიყვარულმა შედეგი გამოიღო – ქალიშვილი შაი. გაოცებული ვარ, როცა ვხედავ, როგორი მამაა ბუდუ, მიუხედავად მისი დატვირთული რეჟიმისა. გაგიჟებული მამაა. აქ რომ ჩამოდიან, ბუდუს მალე უწევს უკან წასვლა და თუ მეუღლესა და ბავშვს ცოტა დააგვიანდათ გერმანიაში გადაფრენა, თითებზე ითვლის დღეებს. ძალიან აფასებს ცოლ-შვილს და უზომოდ ყურადღებიანია, მე და ჩემი მეუღლე რომ ვუყურებთ, სასიამოვნოდ გაოცებულები ვართ…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები