ვატო ყიფიანს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს.
როგორც ადვოკატი აცხადებს, ყიფიანი თავს დამნაშავედ არ ცნობს.
„ბრალი წაუყენეს მკვლელობის მომზადებისთვის და ბრალში მითითებული არის, თითქოს მან გარკვეულ პირებს მისცა დავალებები, რომ მოემზადებინათფეიქრიშვილევის მკვლელობა. ბრალი არის აბსურდი, რადგან პირები, რომლებიც ბრალშია მითითებული, საერთოდ არ იცნობენ ყიფიანს, არც ერთი ადამიანის ჩვენებაში ვახტანგ ყიფიანის სახელი გვარი ნახსენები არ არის. ბრალი აგებულია აბსოლუტურად ვარაუდებზე. ბრალის ფორმულირებაა მარტო და მტკიცებულებები არ არის. ეს სისხლის სამართლის საქმე გუშინ დღიდან აქვს შინაგან საქმეთა სამინისტროს. ფიზიკურად შეუძლებელია, გუშინ საქმე გადაეცათ გამოსაძიებლად და სრულყოფილად გაცნობოდნენ. ვატო ყიფიანი გაოგნებულია ამ ბრალდებით, მან აუხსნა გამოძიებას, რომ იყო მოწმის სახით დაკითხული, მიაწოდა სრულყოფილი ინფორმაცია და წარდგენილ ბრალში დამნაშავედ არ გრძნობს თავს. ჩვენი აზრით, რაღაც გაურკვევლობას აქვს ადგილი და ვფიქრობთ, ამ დასკვნამდე მივლენ“,-განაცხადა ადვოკატმა.
ცნობისთვის, შსს-ს განაცხადებით, ვატო ყიფიანი დაკავებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-109-ე მუხლით, რაც გულისხმობს დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მომზადებას.