ამერიკულ მარკა Gap-ს ახალი საბავშვო სარეკლამო კამპანიის, GapKids-ის გამო რასიმზში ადანაშაულებენ. ეს ყველაფერი კი ფოტოს გამო. მასზე ერთადერთი ფერადკანიანი ბავშვია გამოსახული, რომელსაც თეთრკანიანი ეყრდნობა.
„ბრენდს თავისი 46 წლიანი ისტორიით, გულთან ახლოს მიაქვს წარმოქმნილი გაუგებრობა და ბოდიშს იხდის თუ ვინმეს აწყენინა, – განაცხადა კომპანიამ. – ეს კამპანია ხაზს უსვამს ნიჭიერი გოგონების ნამდვილ ისტორიას, რომლებსაც აქვთ ინდივიდუალიზმი. ვცდილობთ საზოგადოებას დავანახოთ, რამდენად უნიკალურები არიან ბავშვები“.
ბრენდმა ასევე წლების წინანდელი კამპანია მოიყვანა მაგალითად, სადაც ფერადკანიანი გოგონა თეთრკანიანს ეყრდნობა.

