ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლების სპეცდანიშნულების რაზმის ხელმძღვანელი თემურ მღებრიშვილი გარდაიცვალა.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში პირველი პრეზიდენტის,ზვიად გამსახურდიას ვაჟი, გიორგი გამსახურდია ავრცელებს.
„წეღან გავიგე, თემო გარდაცვლილა მღებრიშვილი, ჩემი უფროსი და ახლო მეგობარი. გარდა იმისა რომ იყო პროფესიონალი პოლიციელი, მიუხედავად მისი, საყოველთაო და უსამართლო დემონიზირებისა, იყო ასევე ძალიან დადებითი, პოზიტიური და უკეთილშობილესი ადამიანი. ძალიან დიდი წლები გვაკავშირებს ერთმანეთთან და მაგ წლებში ბევრი ტკბილი მოგონებები. გამორჩეული კაცი იყო ჩიგოლა და ბევრ ადამიანს დაწყვიტა გული დარწმუნებული ვარ. ნათელი მის ხსოვნას…
ჩემი მხედრული სალამი, ბატონო პოლკოვნიკო“, – წერს გამსახურდია.
წეღან გავიგე, თემო გარდაცვლილა მღებრიშვილი, ჩემი უფროსი და ახლო მეგობარი. გარდა იმისა რომ იყო პროფესიონალი პოლიციელი,…
Posted by George Gamsakhurdia on ოთხშაბათი, 12 მარტი, 2025