LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მეც კი დავიჯერე, რომ მართლა ცუდად არის, მაგრამ ვერავინ უარყო, რომ ეს ადამიანი დიეტაზე იყო ახლა კი პოლიტიკური მადაც გაეხსნა“ – გიორგი გამსახურდია სააკაშვილზე 

904
Untitled design (22)

„სხვათა შორის გარკვეული ემპათია მქონდა სააკაშვილის მიმართ. მეც კი დავიჯერე, რომ მართლა ცუდად არის,“ – ამის შესახებ პირველი პრეზიდენტის შვილმა, გიორგი გამსახურდიამ გადაცემაში „იმედი LIVE“ ყოფილ პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.

გამსახურდიას თქმით, მიხეილ სააკაშვილი საკუთარი ჯანმრთელობით სპეკულირებს.

„ეს ადამიანი ახლა ცუდად არ არის? ფაქტია, რომ ვნახეთ ერთი კაცის თეატრი, რაც მან ითამაშა და შეფუთა, რომ იყო ცუდად. ხალხი ჩამოვიდა უცხოეთიდანაც და ვერავინ ვერ უარყო რომ ეს ადამიანი დიეტაზე იყო და ახლა უკვე პოლიტიკური მადაც გაეხსნა.

„ეს [სააკაშვილი] იყო მაოხრებელი გზირი პოლიტიკაში, დარჩება და იქნება, სანამ ის პოლიტიკურად არ განადგურდება. ისე დიდხანს აცოცხლოს ღმერთმა და წარმატება მინდა ვუსურვო ჯანმრთელობაში – თუ ის მართლა აწუხებს“ – ამბობს გამსახურდია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები