LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გარდაცვლილი 4 წლის ბავშვის დედას პატიმრობა შეეფარდა

გარდაცვლილი 4 წლის ბავშვის დედა

სანზონაში გარდაცვლილი 4 წლის ბავშვის დედას, ლელა ქსოვრელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით კურტანიძემ გამოაცხადა.

სახელმწიფო ბრალდება ლელა ქსოვრელის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა. ადვოკატმა კი პროცესზე პატიმრობის ნაცვლად, ქსოვრელის მიმართ გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ ხელწერილის გამოყენება მოითხოვა.

სანზონაში 4 წლის ბავშვი 22 იანვარს გარდაიცვალა. შსს-ს ინფორმაციით, გარდაცვლილი გოგონას დედა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევისთვის დააკავეს. მას არასრულწლოვანთან კონტაქტი ეკრძალებოდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლითაც მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცოსხლის მოსპობას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები