LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გარდაცვლილი 4 წლის გოგონას დედას მეორე შვილისთვის მიყენებულ დაზიანებებსაც ედავებიან

183
ლელა ქსოვრელი

სანზონაში 4 წლის ნინო ზალინაშვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით დაკავებული ლელა ქსოვრელის საქმის პროკურორის, ლევან ჟორჟოლაძის განცხადებით, გამოძიება ასევე დაწყებულია გარდაცვლილი გოგონას 5 წლის ძმის სხეულზე არსებული დაზიანებების თაობაზე.

თბილისის საქალქო სასამართლოში სანზონაში გარდაცვლილი 4 წლის ნინო ზალინაშვილის დედის, ლელა ქსოვრელის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე მხარეები შესავალ სიტყვას იტყვიან.

როგორც პროკურორი განმარტავს, თუ როდის არის გარდაცვლილი გოგონას ძმის სხეულზე დაზიანებები მიყენებული, ამას ექსპერტიზა დაადგენს, რომელიც სახელმწიფო ბრალდებას უკვე დანიშნული აქვს.

აღნიშნული საქმე ცალკე წარმოებად არის გამოყოფილი ლელა ქსოვრელის ბრალდების საქმიდან.

ჟორჟოლაძის თქმითვე, გამოძიება ასევე მიმდინარეობს სოციალური მუშაკების მხრიდან შესაძლო სამსახურეობრივი გულგრილობის ფაქტთან დაკავშირებით.

“ლელა ქსოვრელის ბრალეულობის დასადასტურებლად არაერთი მტკიცებულება გვაქვს წარმოდგენილი. არსებობს, როგორც მოწმეთა პირდაპირი ჩვენებები, ასევე ექსპერტიზის დასკვნებიც.

რა თქმა უნდა, მკაცრ სასჯელს მოვითხოვთ წარმოდგენილი საქმის მასალებისა და დამამძიმებელი გარემოებების გათვალისწინებით.

ლელა ქსოვრელის შერაცხადობასთან დაკავშირებით, ექსპერტიზა დანიშნულია, პასუხი ჯერ არ მიგვიღია,”- აცხადებს ჟორჟოლაძე.

შეგახსენებთ, რომ ლელა ქსოვრელი შემაკავებელი ორდერის პირობების დარღვევისთვის დააკავეს, თუმცა, გამოძიების მიმდინარეობისას, მას პროკურატურამ ბრალი დაუმძიმა. პროკურატურის ინფორმაციით, 4 წლის გოგონას ქსოვრელმა თავის არეში სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებები მიაყენა ქალა-ტვინის ბლაგვი ტრავმის სახით, რამაც მცირეწლოვანი გოგონას ტვინის მკვეთრი შეშუპება და სისხლჩაქცევა გამოიწვია, რის შემდეგაც ის გარდაიცვალა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები