LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“დირსის” კომპლექსში მომხდარი მკვლელობის საქმეში ნაფიცი მსაჯულები ერთვებიან

157
სასამართლო

თბილისში, “დირსის” საცხოვრებელ კომპლექსში მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის საქმის განხილვაში ნაფიცი მსაჯულები ერთვებიან.

იწყება მათი შერჩევის პროცესი. დანაშაული მიმდინარე წლის აპრილში მოხდა. დაკავებულია ორი პირი – 38 წლის გრიგოლ დოჩიას მკვლელობასა და განზრახ მკვლელობის მცდელობაში ადანაშაულებენ. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა შელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით ჭრილობა 4 პირს, მათ შორის, არასრულწლოვანს მიაყენა, რის შემდეგაც მიიმალა. მიღებული ჭრილობების შედეგად ერთი პირი – არასრულწლოვნის მამა გარდაიცვალა.

გრიგოლ დოჩიასთან ერთად დაკავებულია მის ნათესავიც – ილია აბლოთიას მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობაში სდებენ ბრალს. ორივე მათგანს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები