LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გარდაცვლილი 5 წლის ბიჭია, ამბობენ, რომ დიდებისთვის განკუთვნილ აუზში ბანაობდა.. დახრჩობის მომენტი არავის დაუნახავს“ – რას ჰყვებიან სასტუმრო „ოაზისში“ მომხდარ ტრაგედიაზე

3889
Untitled design

ჩაქვში, სასტუმრო „ოაზისში“ მომხდარ ტრაგედიაზე, რა დროსაც აუზზე 5 წლამდე ასაკის ბავშვი დაიხრჩო, ადგილობრივები „ინტერპრესნიუსთან“ საუბრობენ.

მათი თქმით, ბავშვი დიდებისთვის განკუთვნილ აუზში ბანაობდა:

„გარდაცვლილი 5 წლის ბიჭია, დედასთან ერთად ისვენებდა. როგორც ამბობენ, დიდებისთვის განკუთვნილ აუზში ბანაობდა.

აუზზე სხვა დამსვენებლებიც იყვნენ, მაგრამ დახრჩობის მომენტი არავის დაუნახავს. როგორც ჰყვებიან, აზრად არ მოსვლიათ, თუ ბავშვი იხრჩობოდა.

ამბობენ, რომ დედა-შვილი ქუთაისიდან იყო ჩამოსული“, – განაცხადა ადგილობრივმა მოქალაქემ „ინტერპრესნიუსთან“.

ჩაქვში, სასტუმრო „ოაზისში“ აუზზე 5 წლამდე ბავშვი დაიხრჩო, ადგილზე პოლიცია მუშაობს.

სასტუმროს წარმომადგენლობას მომხდარზე კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g