Reckless – ასე ჰქვია ახალ ქართულ ბრენდს, რომელიც 31 აგვისტოს უკვე თავის პირველ კოლექციას წარმოადგენს. ეს ბრენდი სალომე გველესიანმა თავისი შვილის, ნიკა ჯორჯაძის სახელზე დააფუძნა. ავარიაში გარდაცვლილი 15 წლის ნიკას განსაკუთრებული სტილის გადატანას სალომე სწორედ ახალი ბრენდის კონცეფციაში ეცადა და რა გამოუვიდა, ამას ყველა ერთად სწორედ აგვისტოს ბოლოს ვნახავთ, როდესაც ბრენდი ონლაინგაყიდვებს დაიწყებს.
ბრენდის სარეკლამო კამპანია უკვე დაწყებულია.
სალომემ ერთ-ერთი ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა:
„ჩემი პირველი პოსტია „რექლესზე“.
არც ვიცი, რა ჰქვია ამ ყველაფერს, ან რას ვგრძნობ, ეჭვები მჭამს და თან ისე ვივსები, ალბათ, ბოლოს გული გამისკდება, მაგრამ მაგის ყველაზე ნაკლებ მეშინია…“
სრული კოლექციის სანახავად ეწვიეთ ბრენდის “ინსტაგრამის” გვერდს.
View this post on InstagramA post shared by RECKLE$$ (@____reckless____) on
View this post on InstagramA post shared by RECKLE$$ (@____reckless____) on