LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გარდაიცვალა ჩემი მეუღლე, ნინა, მხატვარი, დიზაინერი და მართლმადიდებელი ხატების პროფესიონალი რესტავრატორი“ – ნუგზარ რუხაძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

2907
ნუგზარ რუხაძე

მთარგმნელს, პედაგოგსა და ჟურნალისტს, ნუგზარ რუხაძეს მეუღლე გარდაეცვალა – სამწუხარო ინფორმაციას ნუგზარ რუხაძე სოციალურ ქსელში თავად ავრცელებს.

ნუგზარ რუხაძე მოქალაქეებს მიმართავს და თანაგრძნობისა და მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.

„ძვირფასო მეგობრებო, 2025 წლის 25 დეკემბერს, გარდაიცვალა ჩემი მეუღლე, ნინა, მხატვარი, დიზაინერი და მართლმადიდებელი ხატების პროფესიონალი რესტავრატორი.

მისი სურვილითა და დანაბარებით, მოხდება მისი სხეულის კრემაცია. წესის აგება და სულის ხსენება შედგება შესაბამისი ქრისტიანული წესების მიხედვით იმ თანმიმდევრობით, რომელსაც ეს წესები გვკარნახობს. ფერფლი გაიფანტება ნინას უსაყვარლეს ადგილას თბილისში. ფერფლის გაფანტვის ცერემონიალს დაესწრებიან მისი უახლოესი მეგობრები და ნათესავები, ყვავილების გარეშე. რომლის შემდეგ, მის სახლში და მის სახელზე წაიქცევა ჭიქა.

ოჯახი სამძიმარს, დიდი პატივითა და მადლიერებით, მიიღებს ამ გვერდზე, რისთვისაც ყველას წინასწარ ვუხდით გულწრფელ მადლობას“, – წერს ნუგზარ რუხაძე სოციალურ ქსელში.

ძვირფასო მეგობრებო, 2025 წლის 25 დეკემბერს, გარდაიცვალა ჩემი მეუღლე, ნინა, მხატვარი, დიზაინერი და მართლმადიდებელი…

Posted by Nugzar B. Ruhadze • ნუგზარ ბ. რუხაძე on ხუთშაბათი, 25 დეკემბერი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g