65 წლის ასაკში გარდაიცვალა ევროპარლამენტის პრეზიდენტი დავიდ სასოლი.
BBC-ის ცნობით, დევიდ სასოლის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ ის იტალიის ქალაქ ავიანოს საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ევროპარლამენტის პრეზიდენტი იმუნურ სისტემასთან დაკავშირებული სერიოზული გართულების გამო საავადმყოფოში გასულ თვეში მოათავსეს. იტალიელი ჟურნალისტი და ტელეწამყვანი, „დემოკრატიული პარტიის“ წევრი დევიდ სასოლი ევროპარლამენტის წევრი 2009 წელს გახდა.
2014-2019 წლებში სასოლი ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი იყო.
2019 წლის ივლისში კი ის ევროპარლამენტის პრეზიდენტად აირჩიეს.