მსახიობი ლალი ბადურაშვილი 81 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ინფორმაციას მსახიობის ახლობლები ადასტურებენ.
ლალი ბადურაშვილმა თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა ინსტიტუტი დაამთავრდა, ფრანგული ენის სპეციალობით. შემდგომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კათედრაზე მუშაობდა. 1970 წელს მან ფილმში “დიდოსტატის მარჯვენა” შორენას როლი შეასრულა.
მსახიობი თამაშობდა ასევე, 1972 წელს გადაღებულ ფილმში “ჩაძირული ქალაქის მაძიებლები”. 1973 წელს მარინეს როლი შეასრულა ფილმში “ლევან ხიდაშელი”, 1984 წელს ითამაშა ფილმში “ორშაბათი ჩვეულებრივი დღეა”, ხოლო 2013 წელს მისი შვილის, ერეკლე ბადურაშვილი ფილმში “კიდევ ერთი ქართული ისტორია” მიიღო მონაწილეობა.
ლალი ბადურაშვილი იყო “ქართული ფილმის” რედაქტორი.
2016 წელს მას თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა.