LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გარდაიცვალა წლინახევრის ბავშვი, რომელიც სასწრაფოს ახალგორიდან თბილისში გადმოჰყავდა

566
ახალგორელი ბავშვის ამბავი

გარდაიცვალა წლინახევრის ბავშვი, რომელიც სასწრაფოს ახალგორიდან თბილისში გადმოჰყავდა – ხმაური იყო გუშინ გვიან ღამით, ლევან სამხარაულის სახელობის გორის ექსპერტიზის ბიუროსთან, სადაც ახალგორში გარდაცვლილი წლინახევრის ბავშვის ოჯახის წევრები იყვნენ შეკრებილები.

როგორც ნათესავებმა მედიასთან განაცხადეს, მცირეწლოვანი იმ დროს დაიღუპა, როდესაც ოკუპირებული ტერიტორიიდან სასწრაფოს ბრიგადას საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოჰყავდა. მცირეწლოვნის მდგომარეობა კრიტიკული იყო.

„ბავშვი ცუდად იყო, გრიპი შეხვდა, კრუნჩხვაში ჩავარდა და გზაში გარდაიცვალა. არც გვატანენ, რომ ბავშვი ახალგორში შევიდეს, სახლში სამი ბავშვი სიცხიანები კიდევ ელოდებიან, შიშისგან სიცხე ბავშვებს დაემართათ. ვტირივართ, ვწიოკობთ, არაფერი გამოდის“, – ამბობს ერთ-ერთი ნათესავი.

კიდევ ერთი ახლობელმა კი მედიას უთხრა, რომ ბავშვი ახალგორის საავადმყოფოში შეიყვანეს, საიდანაც სასწრაფოთი წამოიყვანს, მაგრამ კლინიკას რაიმე საბუთი არ გაუცია. უკვე გარდაცვლილ ბავშვთან ერთად ოჯახი ოკუპირებულ ტერიტორიაზე ვეღარ გადავიდა, რადგან საქმის გამოძიება დაიწყო.

მომხდარზე დეტალების დაზუსტებას „ფორტუნა“ შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს, ინფორმაცია მიღებისთანავე განახლდება.

პოპულარულები