LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გარდაუვალი აუცილებლობის გარდა თავი შეიკავეთ 11:00-დან 19:00 საათამდე გარეთ ყოფნისგან! ჩააცვით ბავშვებს გრილი, ფართო და თხელი სამოსი…“ – პედიატრ ლალი ჯანაშიას გაფრთხილება

168
ლალი ჯანაშია

პედიატრი – ლალი ჯანაშია მოსახლეობის მაღალი ტემპერატურის ფონზე აფრთხილებს და მშობლებს ურჩევს:

„მოგესალმებით და მინდა რამოდენიმე რჩევა მოგცეთ გარემოში არსებული მაღალი ტემპერატურის ზეგავლენის პრევენციის და გართულებების თავიდან აცილების მიზნით!

‼️ გარდაუვალი აუცილებლობის გარდა თავი შეიკავეთ 11 საათიდან 19 საათამდე გარეთ ყოფნისგან!

‼️ არ დაუშვათ პატარების დახურულ სივრცეში დატოვება, განსაკუთრებით ავტომობილში, რომელშიც ტემპერატურა სწრაფად აღწევს 17-დან 49° C მდე!

‼️ განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ 1 წლის ასაკამდე ბავშვების შემთხვევაში, რომელთა თერმორეგულაციის ცენტრი უმწიფარია და პირდაპირ დამოკიდებულებაშია სხეულის ტემპერატურა გარემოს ტემპერატურასთან! ხშირად გადაავლეთ გრილი დუში, რადგან ოფლის ჭარბ გამოყოფას ახლავს კანის პასუხი ე.წ. ნაოფლის გამონაყარის სახით, რომელსაც ქავილი და დისკომფორტი ახლავს!

‼️ ჩააცვით ბავშვებს გრილი, ფართო და თხელი სამოსი, დამზადებული ნატურალური მასალისგან! მიეცით დიდი რაოდენობით სითხეები, ელექტროლიტებით მდიდარი მზა და მარტივად მოსამზადებელი ხსნარები!

‼️ შეძლებისდაგვარად უზრუნველყავით მოხუცების და ბავშვების ადგილსამყოფელი სავენტილაციო საშუალებებით!

‼️ გარეთ არ უნდა იყონ:

  1. მცირე ასაკის და ხანდაზმული ადამიანები!

2. გულსისხლძარღვთა სისტემის,

ფილტვის უკმარისობის მქონე და ასევე ჭარბწონიანი ადამიანები!

‼️ ყველაზე მძიმე გართულებები:

  1. გადახურებით გამოწვეული

კუნთების სპაზმი(კრუნჩხვა)!

2. სითბური გამოფიტვა!

3. სითბური გადახურება (ყველაზე მძიმე გართულება)

‼️ არ შეიძინოთ ბურღულეული და მალფუჭებადი პროდუქქტები ღია სივრცეებში, რომელშიც არ არის კონდიცირების და ვენტილაციის სისტემა!

‼️ მაცივარში ულუფებად დაფასოებული პროდუქტები შეინახეთ! დაუშვებელია გაყინული პროდუქტის გალღობის შემდეგ დარჩენილი ხორცპროდუქტების საყინულეში ჩაბრუნება!

‼️ თუ თქვენი ოჯახის წევრი დიდხანს დარჩა მაღალ ტემპერატურაზე და აღენიშნება ძლიერი სისუსტე, თავის და კუნთების ტკივილი, ცხელება, წნევის დაბალი ციფრები, ან ცხელება, რომელსაც არ ახლავს კატარალური მოვლენები, გადაიყვანეთ გადაუდებელი დახმარების დაწესებულებაში.

სიფრთხილისკენ მოწოდებასთან ერთად ჯანმრთელობას გისურვებთ!

‼️ P.S. თუ რაიმე მნიშვნელოვანი გამომრჩა, ან კითხვები გაგიჩნდათ, ჩაშალეთ კომენტარების ველში, ან მომწერეთ პირადი შეტყობინების სახით!“ – წერს პედიატრი სოციალურ ქსელში.

მოგესალმებით და მინდა რამოდენიმე რჩევა მოგცეთ გარემოში არსებული მაღალი ტემპერატურის ზეგავლენის პრევენციის და…

Posted by Lali Janashia on Wednesday 30 July 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g