LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გარეჯში ლავრის გარდა გადაადგილება ყველგან აიკრძალა

271
showimage

დავით გარეჯის ლავრის გარდა გადაადგილება ყველგან აიკრძალა.

დავით გარეჯიდან - ჩიჩხიტურის კოშკის სიახლოვეს ბულდოზერებით მუშაობენ (ვიდეო)

ადგილობრივებს გადაადგილების შესაძლებლობა არ ეძლევათ.

ქართველი მესაზღვრეები მომლოცველებს და ტურისტებს თითქმის არცერთ პერიმეტრზე აღარ ატარებენ. ჩაკეტილია აღდგომის ტაძრისკენ მისასვლელი გზა და ტერიტორია ჩიჩხიტურის კოშკთან.

ადგილობრივი გიდი, ზვიად ანანიასვილი ამბობს, რომ აქამდე არასდროს მომხდარა ლავრის იქით არ გაეშვათ მომლოცველები და ტურისტები.

გზის მასშტაბებს აზერბაიჯანელები ტექნიკის დახმარებით ზრდიან.