LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გარემონტებული ბინა ქირის ფასად“ – ”აქსისის” ახალი შეთავაზება მომხმარებელს

880

დეველოპერული კომპანია ”აქსისი” მომხმარებელს გარემონტებულ ბინებს ქირის ფასად სთავაზობს. როგორც ”ფორტუნას” კომპანიიდან აცნობეს, ქირის გადახდა  ბინაში გადასვლის შემდეგ იწყება.

”ყველას,  ვისაც სურს შეიძინოს ბინა „ჭავჭავაძის 49“-ისა და „იპოდრომის“ საცხოვრებელ კომპლექსში, დღეიდან შეუძლია ისარგებლოს  გადახდის ახალი, პირობით – „ გარემონტებული ბინა ქირის ფასად“. ამ პირობით სარგებლობისთვის  საჭიროა მხოლოდ პირველადი შენატანი. იპოთეკური სესხის გადახდას კი, რომელიც ქირის ფასის ტოლია, დაიწყებთ ბინაში გადასვლის შემდეგ”, – აცხადებენ დეველოპერულ კომპანიაში.

მათივე ინფორმაციით, ”აქსისის” პროექტები გამოირჩევა მასშტაბებით, მრავალფეროვნებით, ინოვაციური მიდგომებით, თანამედროვე არქიტექტურითა და ხარისხით.  როგორც კომპანიაში განმარტეს, ”აქსისის” მიზანია გარემოს განვითარება და ამისთვის ქმნის ისეთ პროდუქტს, რომელიც ცხოვრების სტილის ახალ სტანდარტს და მოთხოვნებს ნერგავს საქართველოში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g