LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გარემოს დაცვის სამინისტრომ კოლხური ბზის გადარჩენის ეროვნული გეგმა შეიმუშავა

72

კოლხური ბზა ხასიათდება არეალის შემცირების ტენდენციით, იგი გადაშენების საფრთხის წინაშეა. გარემოს დაცვის სამინისტრომ კოლხური ბზის გადარჩენის ეროვნული გეგმა შეიმუშავა. ბოლო პერიოდში გავრცელდა ინფორმაცია, მოწამეთაში, დავით და კონსტანტინეს სახელობის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე გელათის მონასტრის ირგვლივ რამდენიმე ჰექტარზე ბზის გახმობის თაობაზე.

როგორც “ფორტუნას” გარემოს დაცვის სამინისტროს სატყეო ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ, ნათია იორდანიშვილმა განუცხადა, სახელმწიფოს მიერ შემუშავებული გეგმა კომპლექსურ ღონისძიებებს მოიცავს, ერთ-ერთი ეტაპი არის შეწამვლა. ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ 2016 წლის გაზაფხულზე დაიწყო შეწამვლის ღონისძიებების განხორციელება. შეწამვლა განხორციელდა 400 ჰა ფართობზე სამეგრელო ზემო სვანეთის, გურიისა და იმერეთის რეგიონებში. დღეისათვის მიმდინარეობს შეწამვლის მეორე ეტაპი გურიისა და სამეგრელოს რეგიონებში, საიდანაც სპეციალისტები მუშაობას იმერეთის რეგიონში გააგრძელებენ. პროცესი სპეციალისტების ზედამხედველობის ქვეშ მიმდინარეობს და ისინი დაზიანებული ფართობების მუდმივ მონიტორინგთან ერთად  მავნებლის გავრცელების ახალ ფართობებსაც სწავლობენ. ასევე იგეგმება ბზის ნერგების გამოყვანა და მათი ტყეში დაბრუნება. 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები