LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გასაჯაროვების უფლება არ მაქვს, შესაბამის დოკუმენტაციას გავუგზავნით სამინისტროს: 24-ე სკოლის დირექტორი

190
FORTUNA.GE- (1)

თბილისის 24-ე საჯარო სკოლის დისციპლინურმა საბჭომ, რამდენიმე დღის წინ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, მოკვლევა დაიწყო.

როგორც დეტალების, ასევე ფაქტის შეფასებისგან თავი შეიკავა სკოლის დირექტორმა გიორგი კაკაბაძემ. მისი განცხადებით,  ამ ეტაპისთვის მხოლოდ იმის თქმა შეუძლია, რომ საქმის მოკვლევა დაწყებულია.

საქმე ეხება სკოლის დირექტორის მოადგილის მიმართვას, რომელიც მან სოციალურ ქსელში, “ფეისბუქის” ერთ-ერთ ჯგუფში გაავრცელა.

სკოლის დირექტორმა “ფორტუნასთან” საუბარში აღნიშნა, რომ მოკვლევა მიმდინარეობს, პასუხი იქნება უახლოეს პერიოდში და ის გადაეგზავნება სამინისტროს:

“იყო სამინისტროს მხრიდან მოთხოვნა და შესაბამისად, მოკვლევა მიმდინარეობს. ჩვენ სამინისტროს ვაცნობებთ პასუხს და გადაწყვეტილების მიღებისთანავე, დოკუმენტაციასაც გავუგზავნით. რას გაასაჯაროვებენ და რას არა, არ ვიცი. მე ნამდვილად არ მაქვს ამის გასაჯაროვების უფლება. პროცესი მიმდინარეობს.” – უთხრა “ფორტუნას” სკოლის დირექტორმა გიორგი კაკაბაძემ.

შეგახსენებთ, პოსტი გავრცელდა ერთ-ერთი ტელევიზიის მიერ. როგორც სკოლის დირექტორის მოადგილე წერდა, ის ორი პარალელური კლასისთვის შეადგენდა ახალ ცხრილს, გაზრდიდა სკოლაში მოსიარულე მოსწავლეების კლასებს და მათ მეორე ცვლაში გადაიყვანდა. “დამთავრდება ამით, იფეთქებს კოვიდი და გადავალთ ონლაინზე.” – წერია გავრცელებულ პოსტში.

დღესვე, განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა თქვა, რომ უწყებამ უკვე მიმართა სკოლას, რათა დისციპლინურმა საბჭომ  დირექტორის მოადგილის ქცევა განიხილოს.

მივმართეთ 24-ე სკოლას დისციპლინურმა საბჭომ განიხილოს დირექტორის მოადგილის ქცევა – რეაგირება მიმდინარეობს: მიხეილ ჩხენკელი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები