LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადვოკატი შოთა თუთბერიძე სამართალდამცავების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებისა და ბოროტად გამოყენების შესახებ საუბრობს – ადვოკატთა ასოციაცია შსს-ს მიმართავს

155
FORTUNA.GE- (1)

ადვოკატი შოთა თუთბერიძე მისი უფლებათა დარღვევის ფაქტებსა და ადვოკატის პროფესიული უფლებების შეზღუდვაზე საუბრობს.

ამის შესახებ თუთბერიძემ დღეს, “საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში” გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

მისი განცხადებით, 2021 წლის 8 თებერვალს, საადვოკატო საქმიანობის მიზნით, გამოცხადდა მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის მიერ მითითებულ ადგილსამყოფელზე, სადაც მის კლიენტს აკავებდა პოლიციის თანამშროელი.

ადვოკატის განმარტებით, სიტუაციის გარკვევისა და სამართლებრივი დახმარების გაწევის მიზნით, მან ითხოვა კლიენტთან გასაუბრება, რაზეც მას, როგორც ადვოკატს, არ მისცეს მისი დაცვის ქვეშ მყოფ პირთან კომუნიკაციის და სხვა საპროცესო მოქმედებებში მონაწილეობის მიღების უფლება.

შოთა თუთბერიძე ამბობს, რომ პოლიციის მხრიდან მის მიმართ ადგილი ჰქონდა საადვოკატო საქმიანობის განხორციელების ხელშეშლას და მისი უფლებების უხეშ დარღვევას. თუთბერიძე აცხადებს, რომ ადგილი ჰქონდა სამართალდამცავების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებისა და ბოროტად გამოყენების შემთხვევას, კერძოდ, მუქარის ფაქტებს, რასაც მოჰყვა ადვოკატისათვის ხელბორკილების დადება და დაკავება.

ადვოკატთა ასოციაციის ადვოკატის უფლებათა დაცვის კომიტეტმა თუთბერიძის განცხადება და მის ირგვლივ განვითარებული მოვლენები შეისწავლა.

კომიტეტში ამბობენ,  რომ წარმოდგენილ განხადებაში ადვოკატის მიერ დაფიქსირებული პოზიცია არგუმენტირებული და საფუძვლიანია. კერძოდ, ადგილი აქვს ადვოკატის უფლებათა დარღვევის ფაქტებს და ადვოკატის პროფესიული უფლებების შეზღუდვას.

ორგანიზაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, დავით ასათიანმა შინაგან საქმეთა მინისტრს განცხადებით უკვე მიმართა.

პოპულალურები