LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შოთა თუთბერიძე: „საფრთხეს არ წარმოვადგენდი, გამიტაცეს, მანქანაში ჩამსვეს და ხელბორკილები დამადეს“

227
Untitled design

უფლებადამცველი შოთა თუთბერიძე აცხადებს, რომ არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენდა, თუმცა, გასულ ღამეს, პარლამენტთან აქციაზე სამართალდამცველებმა მაინც დააკავეს.

პარლამენტის შენობასთან ლაზარე გრიგორიადისის მამის მხარდასაჭერი აქცია მიმდინარეობს – აქტივისტების ინფორმაციით, აქციაზე ადვოკატი შოთა თუთბერიძე დააკავეს 

მისივე თქმით, ოქმში ჩაწერეს, რომ შოთა თუთბერიძე სამართალდამცველებს აგინებდა და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა.

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე გასულ ღამეს სამართალდამცველებმა 7 პირი დააკავეს – შსს 

„პარლამენტის წინა ტერიტორიაზე ვიჯექი, ხელში მობილური ტელეფონი მეკავა, ჩემს მეგობარს ვესაუბრებოდი, როცა 10-ზე მეტი პოლიციელი პირდაპირი მნიშვნელობით, დამჯდარს თავს დამესხა.

ბუნებრივია, არანაირ საფრთხეს არ წარმოვადგენდი, გამიტაცეს, მანქანაში ჩამსვეს, ხელბორკილები დამადეს, მითხრეს, რომ დაკავებული ვიყავი.

არავინ მითხრა, რატომ ვიყავი დაკავებული, ან რა დავარღვიე. ისანი-ავლაბრის ტერიტორიაზე პოლიციელებს ვიღაცამ დაურეკა და მითხრეს, რომ დაკავებული კი არა, განრიდებული ხართო. ბორკილები მადევს, როგორ ვარ განრიდებული-მეთქი, უი, ბოდიშიო და ბორკილები მომხსნეს.

მუდმივად ვითხოვდი განმარტებას – რატომ არ დამარეკინეს ტელეფონზე, შემომთავაზეს „სპიკერით“ და ჩვენი ტელეფონით დაგარეკინებთო, რაზეც უარი განვაცხადე. საბოლოო ჯამში, ისევ თავისუფლების მოედანზე დავბრუნდით, მეგონა, რომ მიშვებდნენ, ვიღაცები „შკოდებით“ მოვიდნენ, ილაპარაკეს და ბოლოს თქვეს, არა, დაკავებული ხარო, ხელმეორედ დამადეს ბორკილები, სამინისტროს შენობაში წამიყვანეს, დამიწერეს ოქმი, რომ ვაგინებდი და ფიზიკურ შეურაცხყოფას ვაყენებდი, ამის შემდეგ ხელწერილი დამაწერინეს, რომ სასამართლოში გამოვცხადდები და გამომიშვეს“, – ამბობს შოთა თუთბერიძე.

შეგახსენებთ, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, გასულ ღამეს, სამართალდამცველებმა 7 პირი დააკავეს.

როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ისინი დააკავეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-173-ე მუხლების შესაბამისად, რაც წვრილმან ხულიგნობას და სასამართლოში მსაჯულის გამოცხადებისთვის ხელის შეშლას გულისხმობს.

დაკავებული იყო ადვოკატი შოთა თუთბერიძეც, რომელიც მოგვიანებით გაათავისუფლეს.

„ჩვენი სანაქებო პოლიცია გადააქციეს „მილიციად“ – ლევან ხაბეიშვილის ინფორმაციით, შოთა თუთბერიძე თავისუფალია

„დაუშვებელია სრულიად გაუგებარი მიზეზით და უხეში ფორმით, სამართალდამცველთა მიერ გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევა“ – სახალხო დამცველი შსს-ს მიმართავს

„მოვუწოდებთ შსს-ს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს დაკავებულები“ – NGO-ების განცხადება 

პოპულარულები