LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 15-ჯერ დაარღვია: უკრაინული მედია

55
MTY5MTIzX3Bvc3RfMTU5NTI2MDExMg==

გასული დღე-ღამის განმავლობაში, რუსულმა შეიარაღებულმა ფორმირებებმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 15-ჯერ დაარღვიეს, რასაც ერთი უკრაინელი სამხედროს სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ვოსტოკის ოპერატიულ-ტაქტიკური დაჯგუფების არეალში, აზოვის ზღვაში პესკისა და ვოდიანოეს დასახლებებიდან არც ისე შორს, მტერმა ცეცხლი 122 მმ-იანი საარტილერიო დანადგარებიდან, 82 მმ-იანი ნაღმტყორცნებიდან და დიდი კალიბრის ტყვიამფრქვევებიდან გახსნა.

“შიროკინოს დასახლებასთან მტერმა გამოიყენა დიდი კალიბრის ტყვიამფრქვევები, ხოლო ნეველსკოეს დასახლებასთან – მძიმე ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნები. ოპერატიულ-ტაქტიკური დაჯგუფების “სევერის” მიდამოში, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ფორმირებებმა ცეცხლი გახსნეს ავტომატური მძიმე ყუმბარმტყორცნებიდან სოფელ ლუგანსკოიეს მახლობლად”, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

magti 5g