არჩილ ტატუნაშვილთან ერთად გატაცებული სოსო პავლიაშვილის ოჯახის წევრები ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადავიდნენ, ამის შესახებ მათი მეზობლები ჰყვებიან:
“წავიდნენ რომ აინტერესებთ იქ რა ხდება, დედა იქაური ჰყავს სოსოს. მისი დაც წაიყვანეს, ეტყობა ამბის გაგება უნდოდა”,- ამბობენ მეზობლები.
ახალგორის გამგებელი არ არის დარწმუნებული, რომ გატაცებულების ახლობლები ოკუპირებულ ტერიტორიაზე უსაფრთხოდ იქნებიან:
“იქ თითოეული ქართველის ბედი როგორც ჩანს საფრთხის ქვეშ არის, მაგრამ ამ ოჯახებს სხვა არაფერი დარჩენიათ თუ არა წავიდნენ თვითონაც რისკზე. იმედი გვაქვს, გატაცებულები და მისი ოჯახის წევრები უვნებელი დაბრუნდებიან. ისინი დღეს არიან ძალიან მძიმე მდგომარეობაში და გაურკვეველ ვითარებაში”, – აცხადებს ნუგზარ თინიკაშვილი, მისი თქმით გატაცებულებზე ახალი ინფორმაცია არ არის.
“მათ გათავისუფლებაზე მოლაპარაკებები ნამდვილად მიმდინარეობს, თუმცა რა ვითარებაში და რა მდგომარეობაში არიან ინფორმაცია ნამდვილად არ გვაქვს”, – განაცხადა გამგებელმა.