“გიგი თავისუფალია და ჩვენთანაა!“ – ამის შესახებ „ფეისბუქზე“ „ნაციონალური მოძრაობის: ერთ-ერთი ლიდერი გია ბარამიძე წერს. ბარამიძე გუშინ გათავისუფლების შემდეგ გადაღებული უგულავას ფოტოებიც დადო, სადაც თბილისის ყოფილი მერი საპატიმროდან გამოსვლას ალკოჰოლით მეგობრებთან ერთად აღნიშნავს.
„სამწუხაროდ, მხოლოდ მცირე ხნით შევძელით დღეს მისი ნახვა, დავასვენოთ კაცი,“ – წერს ბარამიძე.
