„მივესალმები უდანაშაულო გიგი უგულავას გათავისუფლებას, 14 თვიანი აბსურდის დასასრულს და რუსი ოლიგარქის რეჟიმის დასასრულის დასაწყისს”, – ამის შესახებ ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი“ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ საერთაშორისო საზოგადოების ზეწოლისა და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგად, „პრორუსული ოლიგარქი ივანიშვილი იძულებული გახდა გათავისუფლებინა პოლიტიკური პატიმარი, თბილისის მერი გიგი უგულავა. ეს ნიშნავს, რომ საქართველოში კრემლის გავლენის ნგრევა დაიწყო,“ – წერს სააკაშვილი.
