LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გათავისუფლებულ ხერსონში ომის დაწყების შემდეგ კიევიდან პირველი მატარებელი ჩავიდა

38
189cef0-1668846588178

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ ხერსონში კიევიდან პირველი მატარებელი ჩავიდა.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, მატარებლის ვაგონები უკრაინელი მხატვრების მიერ იყო მოხატული. ვაგონში იმყოფებოდა 200 მგზავრი, რომლებმაც “გამარჯვებისკენ” ბილეთები იყიდეს.

9 ნოემბერს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ ხერსონიდან ჯარების გაყვანის ბრძანება გასცა. ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა უკრაინაში რუსული ჯარების გაერთიანებული დაჯგუფების მეთაურის, სერგეი სუროვიკინის წინადადება, რომ დაწყებულიყო ჯარების გაყვანა ხერსონიდან, რასაც შოიგუ დათანხმდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g