მამის ავადმყოფობით გამოწვეული ძლიერი სტრესის შედეგად, ბრიტნი სპირსს სამედიცინო დახმარება დასჭირდა.
გაირკვა, რომ პოპ პრინცესას ემოციური აშლილობა ძვირად დაუჯდა, რადგან მას ახლა 1 თვით ფსიქიატრიულ დაწესებულებაში ყოფნა მოუწევს.
სარეაბილიტაციო კურსის დაწყებამდე, 37 წლის შემსრულებელმა ,,ინსტაგრამზე” ემოციური პოსტი გამოაქვეყნა.
,,გაუფრთხილდით საკუთარ თავს, გონებას, სხეულსა და სულს“, – წერია ამერიკელი მომღერლის მიერ სოციალურ ქსელში ატვირთულ ფოტოზე, რომელსაც თავად ვარსკვლავის მინაწერი: ,,ყველას გვჭირდება დრო საკუთარი თავისთვის” ახლავს.
View this post on Instagram
We all need to take time for a little “me time.” 🙂
A post shared by Britney Spears (@britneyspears) on
შეგახსენებთ, რომ პირველად, მსგავსი დიაგნოზით, სტრესის მართვისა და მენტალური ჯანმრთელობის ცენტრში, ბრიტნი სპირსი 2007 წელს მოხვდა.