ამ დღეებში, ცნობილი გახდა, რომ ბრიტნი სპირსის მამა სიკვდილს ძლივს გადაურჩა. გაირკვა, რომ ჯეიმს სპირსი ახლა რეაბილიტაციას გადის, რის გამოც 37 წლის ვარსკვლავი მუსიკალურ პაუზას იღებს.
,,არც კი ვიცი საიდან დავიწყო, რადგან ამის თქმა ძალიან მიმძიმს. რამდენიმე თვის წინ, მამაჩემი კინაღამ გარდაიცვალა. ჩვენ მადლიერები ვართ, რომ ის გადარჩა, თუმცა მას დიდი გზა აქვს გასავლელი. სწორედ ამიტომ მიწევს მივიღო ასეთი რთული გადაწყვეტილება, რადგან ბოლომდე ოჯახზე ვკონცენტრირდე”, – ასე მიმართა ბრიტნი სპირსმა თაყვანისმცემლებს, რომელთაც ,,ინსტაგრამზე” გამოქვეყნებული პოსტით, ლას ვეგასის რეზიდენტის ამპლუაში დაგეგმილი კონცერტების სერიის გაუქმება ამცნო.
შეგახსენებთ, რომ Britney: Domination, რომელიც 32 საღამოს მოიცავდა, 13 თებერვალს უნდა დაწყებულიყო.