ცნობილმა ბალერინამ მაკა მახარაძემ გიორგი გახარიას მხარდამჭერთა ჯგუფი დატოვა. ინფორმაცია მან „პრაიმტაიმს“ დაუდასტურა. მისივე თქმით, პოლიტიკა მისი საქმე არ არის და წუხს, რომ ამ „გაუგებრობაში“ მოხვდა.
„აღარ ვარ იქ. ჩემთვის ეს ყველაფერი ძალიან მოულოდნელი იყო. არ არის ჩემი საქმე და მთელი ამბავი ეს არის. მე ამ საქმეში არ გამოვადგები არავის, მე ჩემი საქმე და პროფესია მაქვს. უბრალოდ აღმოვჩნდი მოულოდნელად გაუგებარ სიტუაციაში.
ბევრი ვიფიქრე, ვინერვიულე. არ არის ჩემი საქმე პოლიტიკა. არასდროს გავკარებივარ პოლიტიკას და არც გავეკარები არავითარ შემთხვევაში. არანაირ კონფლიქტს ადგილი არ ჰქონია. სიმპათიით ვარ მის მიმართ განწყობილი, რა თქმა უნდა, მაგრამ არ არის ჩემი საქმე პოლიტიკასთან გაკარება“, – აღნიშნა მაკა მახარაძემ.
შეგახსენებთ, გიორგი გახარიას მხარდამჭერთა ჯგუფის პრეზენტაცია 12 სექტემბერს შედგა, სადაც თავად გიორგი გახარიაც იმყოფებოდა.
მაშინ მაკა მახარაძემ განაცხადა, რომ გახარიას გვერდით დგომა მისთვის პატივი იყო.