უფლებადამცველი – გოგა ხატიაშვილი სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებულ იმ ცვლილებებს ეხმაურება, რომლის თანახმადაც, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებაში ან ფარულ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირის ვინაობა, რომელიც გამოძიებასთან თანამშრომლობს, დაფარული იქნება.
ხატიაშვილი მოსალოდნელ ცვლილებებს განმარტავს და წერს, რომ გაუგებარია, როდესაც არსებობს დაცვის სპეციალური ღონისძიებები, რატომ არ იქნება საკმარისი მათი გამოყენება პროცესის მონაწილის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად:
„სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შედის ცვლილება, რომლის თანახმად, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებაში ან ფარულ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე იმ პირის ვინაობა, რომელიც თანამშრომლობს გამოძიებასთან, შესაძლოა დაიფაროს.
ამ პირის ვინაობის დაფარვა შესაძლებელი იქნება გენერალური პროკურორის ან მისი მოადგილის თანხმობით. ყველა მასალაში, საპროცესო დოკუმენტში ამ პირის ვინაობა იქნება დაფარული. სამართალწარმოების ნებისმიერ ეტაპზე გამორიცხული იქნება მისი ვინაობის იდენტიფიცირება ან/და ამოცნობა.
გამოკითხვის ოქმში არ მიეთითება ამ პირის ვინაობა და მაიდენტიფიცირებელი მონაცემები. დაცვის მხარეს მტკიცებულებები გადაეცემა იმ ფორმით, რომ შეუძლებელი იქნება ამ პირის ამოცნობა. ეს პირი მოწმედ დაიკითხება დისტანციურად ისე, რომ დაცვის მხარეს არ ექნება მისი იდენტიფიცირების ან/და ამოცნობის შესაძლებლობა.
ცვლილებების თანახმად, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებაში ან ფარულ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირის ვინაობა, რომელიც გამოძიებასთან თანამშრომლობს, დაფარული იქნება
ბრალდების მხარე საგამოძიებო მოქმედების ამსახველ ყველა დოკუმენტში, მასალასა და სხვა საპროცესო მოქმედებებში ასეთი პირის ვინაობის იმგვარად დაფარვას უზრუნველყოფს, რომ მისი იდენტიფიცირება და ამოცნობის შესაძლებლობა შეიზღუდოს.
იდენტიფიცირების შეზღუდვა შეიძლება გამოყენებულ იქნეს უვადოდ. ფაქტობრივად, სასამართლო გადაწყვეტილება შეიძლება დაეყრდნოს ისეთ მტკიცებულებას, რომელიც დაცვის მხარეს არ გამოუკვლევია სათანადოდ და არ იცის ასეთი მოწმის ვინაობა, რაც არღვევს მხარეთა შეჯიბრებითობისა და თანასწორობის პრინციპს.
როგორც განმარტებით ბარათშია მითითებული, ფარულ საგამოძიებო მოქმედებებში ჩართული პირის ვინაობის გასაჯაროების შეზღუდვა მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზანს ემსახურება, თუმცა გაუგებარია, როდესაც არსებობს დაცვის სპეციალური ღონისძიებები, რატომ არ იქნება საკმარისი მათი გამოყენება პროცესის მონაწილის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შედის ცვლილება, რომლის თანახმად, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებაში ან ფარულ…
Posted by Goga Khatiashvili on Tuesday 1 July 2025