LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაუპატიურება, ბავშვთა პორნოგრაფია, ადამიანებით ვაჭრობა – ცნობილ მომღერალ R Kelly-ს 30 წლით პატიმრობა მიუსაჯა

580
R-Kelly-jail-orange-in-court

ცნობილი მომღერალი R Kelly სასამართლომ 30 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და ჰიტის I Believe I Can Fly შემსრულებელი ციხეში მინიმუმ 84 წლის ასაკამდე იქნება. მას ბრალად ადამიანების ვაჭრობა და სექსუალური ძალადობა ედება. მას სასამართლომ ასევე, ჯარიმის სახით, 100 ათასი აშშ დოლარის ჯარიმის გადახდა დააკისრა.

54 წლის მომღერალი ბრალდებულია, საკუთარი დაცვის თანამშრომლებსა და მენეჯერებთან ერთად ჯგუფის შექმნაში, რომელიც არასრულწლოვან გოგოებს პროსტიტუციას აიძულებდა.

ასევე, მომღერალს ბრალად ედება ყალბი დოკუმენტების დამზადება, რეკეტი, ქალებისა და მოზარდების გაუპატიურებები, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში გრძელდებოდა.

არტისტის ადვოკატის განცხადებით, რობერტ კელლი ბავშვობაში თავად იყო სექსუალური ძალადობის მსხვერპლი, რაც შემდგომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის ჰიპერსექსუალობაში გამოიხატა, რომელსაც ბრალდებული ვერ აკონტროლებდა.

მას შემდეგ, რაც R Kelly სასამართლომ დამნაშავედ ცნო, „იუთუბმა“ ყველა მისი არხი წაშალა – ახალი დეტალები

პედოფილიაში, გაუპატიურებასა და ადამიანებით ვაჭრობაში ბრალდებული R. Kelly სასამართლომ დამნაშავედ ცნო

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები