LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პედოფილიაში, გაუპატიურებასა და ადამიანებით ვაჭრობაში ბრალდებული R. Kelly სასამართლომ დამნაშავედ ცნო

1138
tkrlly

54 წლის ამერიკელი მუსიკოსი R. Kelly დამნაშავედ ცნეს. საქმე ეხება უმძიმეს მუხლებს, რაც ადამიანებით ვაჭრობასა და არასრულწლოვანებთან სექსუალური კავშირის იძულებით დამყარებას გულისხმობს. გუშინ ნიუ-იორკის მსაჯულთა კოლეგიამ მომღერალი ოფიციალურად ცნო დამნაშავედ. ნიუ-იორკის ფედერალური ბიურო მუსიკოსს 13 პუნქტში ედავებოდა და მსაჯულთა კოლეგიამ ყველა პუნქტით გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. აქვე საუბარია ფულის გამოძალვაზე, ადამიანებით ვაჭრობაზე, სექსუალურ ექსპლუატაციასა და სხვა უმძიმეს ბრალდებებზე.

მომღერლის წინააღმდეგ სარჩელი 11-მა ქალმა შეიტანა, რამდენიმე მათგანი განაჩენის გამოცხადებას ძალიან ემოციურად შეხვდა. საქმე ეხება 1998 წლიდან 2010 წლამდე პერიოდს. პირველი ბრალდება მუსიკოსის წინააღმდეგ 90-იანი წლებში გაჟღერდა, თუმცა ბრალდების მხარე  დანაშაულს ვერ ამტკიცებდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g