გაუპატიურების, ძალადობისა და მუქარის ბრალდებით პოლიციამ 60 წლის კაცი დააკავა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებულმა, სხვადასხვა დროს, ნაცნობ გოგონებთან, მათი ნების საწინააღმდეგოდ დაამყარა სქესობრივი კავშირი, ასევე, მათ არაერთხელ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებული მათ მიმართ მუქარასაც ახორციელებდა.
„ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ლ.მ. ბრალდებულის სახით დააკავეს.
გაუპატიურების,ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე, 126-ე და 151-ე მუხლებით მიმდინარეობს“, – წერია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.