LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაუქმდება თუ არა ფრენები ბერლინის აეროპორტში – მიზეზი პერსონალის გაფიცვაა

155
berlin airport

25 იანვარს სახმელეთო და საავიაციო უსაფრთხოების სამსახურების თანამშრომლები ბერლინის საერთაშორისო აეროპორტში (BER) გაფიცვას გეგმავენ. მათი წარმომადგენლები დამსაქმებლებისგან შრომითი ხელშეკრულებების გახანგრძლივებასა და ხელფასების ზრდას ითხოვენ. როგორც პროფკავშირების ორგანიზაცია Verdi-ში განმარტავენ, მოთხოვნები საავიაციო ინდუსტრიის ექვს ათასზე მეტ თანამშრომელს ეხება.

მთავარი მოთხოვნა ანაზღაურების თვეში 500 ევრომდე გაზრდაა, რაც ინფლაციის ზრდასა და ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას უკავშირდება.

გაფიცვა, სავარაუდოდ, 3:30 საათიდან 23:59 საათამდე გაგრძელდება და ოთხშაბათს ბერლინის აეროპორტში დაახლოებით 300 ფრენის გაუქმება შეიძლება გამოიწვიოს.

35 ათას მგზავრს, შესაძლოა, ალტერნატიული მარშრუტების მოძიება დასჭირდეთ.

წყარო: avianews.ge

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g