LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გავის ძვლის, კუდუსუნის ტკივილის მიზეზი და მკურნალობა – ექიმი, ზურაბ მიქელაძე გვირჩევს

259
ზურაბ მიქელაძე

გავის ძვლის, კუდუსუნის ტკივილის მიზეზებსა და მკურნალობაზე საუბრობს ექიმი, ზურაბ მიქელაძე.

კლინიკა „ენმედიცის“ რეაბილიტაციის ცენტრის მიერ გავრცელებულ ვიდეოში თერაპევტი ამბობს, რომ პაციენტები ხშირად მიმართავენ ტკივილით გავისა და კუდუსუნის ძვლის არეში.

სპეციალისტი გამოსავალზე საუბრობს:

„გავისა და კუდუსუნის ძვლის არეში ტკივილი ხშირად ემართებათ ქალებს, მიზეზი კი არის გავა-თეძო-სახსრის ანთებითი პროცესი, გავის ძვლის ზედაპირის ძვლის ტვინის ანთებითი პროცესი, კუდუსუნის ძვლის მოტეხილობა და ძალიან იშვიათ შემთხვევაში გავის ძვლის ქვემოთ სიღრმეში განვითარებული, ეგრეთ წოდებული დიდი ტარლოვის კისტა. პაციენტს აწუხებს ლოკალური შემაწუხებელი სახის ტკივილები წელის ქვემო მესამედში, რომელიც ძლიერდება ჯდომის ან ხანგრძლივად ფეხზე დგომის დროს. გავა-თეძო-სახსრის ანთებითი პროცესის ანუ საკროილიიტის და გავა-ძვლის ზედაპირის, ძვლის ტვინის ანთებითი პროცესის დროს ტკივილი ლოკალიზდება გავის ძვლის არეში, რა დროსაც არანაირი ტკივილგამაყუჩებელი არ აყუჩებს ტკივილს.

რაც შეეხება მკურნალობას, ეფექტურია დარტყმით-ტალღოვანი თერაპია, ელექტრომაგნიტური თერაპია და ლაზეროთერაპია, უკიდურეს შემთხვევაში კი ჰორმონალური პრეპარატის ინექცია გავა-თეძო-სახსრის არეში.

რაც შეეხება კუდუსუნის ძვლის მოტეხილობას – მიზეზი არის ტრავმა დაცემისას ან მშობიარობის დროს, აქაც ტკივილი შემაწუხებელია, უმრავლეს შემთხვევაში ფიზიოპროცედურები და ჰორმონალური ბლოკადა არაეფექტურია. კუდუსუნის ძლიერი ტკივილების დროს რეკომენდებულია მოტეხილი ძვლის მოშორება ოპერაციული გზით“, – ამბობს ექიმი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g